ფეხბურთი

13:12 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

30 მილიონი ტუხელს ზამთრისთვის

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ ზამთრის სატრანსფერო ბიუჯეტი დაადგინა. France Football-ის ინფორმაციით, პარიზელთა მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი თავის განკარგულებაში 30 მილიონ ევროს მიიღებს. გერმანელი სპეციალისტისთვის პრიორიტეტული ნახევარდაცვის, კერძოდ, საყრდენი ზონის გაძლიერებაა, რომელიც ტიაგო მოტას წასვლის შემდეგ პრობლემური გახდა.

გამოცემა გვამცნობს, რომ ამ პოზიციაზე პსჟ, ალბათ, „სენტ ეტიენის“ შუახაზელს, იან მ’ვილას დაიმატებს.

11 ტურის შემდეგ, ფრანგულ ლიგა 1-ში, ყველა მატჩის მომგები პარიზული კლუბი, ცხადია, პირველ ადგილზეა და უშუალო მდევარ „ლილს“ 8 ქულით უსწრებს.

0.116196