ფეხბურთი

10:17 | 1.11.2018 | ნანახია 0 - ჯერ

სანჩო ყველას სურს

ბრიტანული ტაბლოიდები შარშან ბევრს წერდნენ 18 წლის ნიჭიერ შუახაზელ, ჯეიდონ სანჩოზე. ის, ლამის, ინგლისური ფეხბურთის მომავალ მთავარვარსკვალავად შერაცხეს და ჯეიდონიც ავანსებს ამართლებს. დორტმუნდის „ბორუსიაში“ შარშან გადავიდა და წლეულს უკვე მთავარი კაცი ხდება.

Sky Sports-ის ინფორმაციით „დორტმუნდის“ ნახევარმცველის საკუთარ რიგებში ხილვა „პარი სენ-ჟერმენს,“ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „არსენალს“ მოუნდომებიათ.

წლევანდელ სეზონში სანჩომ ყველა ტურნირში 14 მატჩი ჩატარა, 5 ბურთი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემით გამოირჩა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:09 | 16.02.2015
კოლხი! (224)

სანახაობრივადაც და სიძლიერითაც აშკარად ჯობია სერია ას ბუნდეს ლიგა )

0.079352