უსმან დემბელე „ბარსამ“ „დორტმუნდისგან“ 2017 წლის აგვისტოში 105 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ფრანგმა იმედები ვერ გაამართლა და კატალონიური კლუბი მზადაა ის იანვარში გაყიდოს.
Daily Express-ის ცნობით, 21 წლის დემბელეს გადაბირება „ლივერპულს,“ „ჩელსისა“ და „არსენალს“ მოუსურვებიათ.
წლევანდელ სეზონში დემბელემ „ბარსაში“ 12 მატჩში 5 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემითც გამოირჩა.