ჩოგბურთი

23:22 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

წყვილებს მხოლოდ კალაშნიკოვა შემორჩა

ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამა და იაპონელმა ნაო ჰიბინომ, რომლებიც ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) მე-2 ნომრად არიან განთესილნი, წყვილთა შეჯიბრის საწყისი რაუნდი დამაჯერებლად დასძლიეს.

ქართულ-იაპონურმა დუეტმა ყირგიზულ-რუსულ ტანდემს (კსენია პალკინა-იანა სიზიკოვა) 6:1, 6:1 სძლია, მეოთხედფინალში კი ძალებს სერბულ-მონტენეგროულ წყვილთან (ოლგა დანილოვიჩი-დანკა კოვინიჩი) მოსინჯავს.
დღესვე ეკატერინე გორგოძემა და ებრაელმა დენიზ ხაზანიუკმა ჰოლანდიელ ბიბიან შუფსთანა და ჩეხ ბარბორა სტეფკოვასთან 4:6, 6:7 (2:7) წააგეს, ხოლო სოფო შაფათავა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი პირველ ნომრად განთესილ სლოვენიურ-რუსულ დუეტს (დალილა იაკუპოვიჩი-ირინა ხრომაჩევა) ვერ გაუმკლავდნენ – 0:6, 2:6.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ტურნირის მერვედფინალში ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელია გასული. ხვალ, გორგოძე მე-6 რეიტინგის მქონე რუს მარგარიტა გასპარიანს გაეჯიბრება.

0.112222