ფეხბურთი

17:40 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ვარჯიში დაიწყო

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი გამოჯანმრთელდა. როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, არგენტინელმა ხელი მოირჩინა და ვარჯისი დაიწყო.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მესიმ პიკესთან და ალბასთან ერთად ივარჯიშა, ხოლო სუარესი, კოუტინიო და რაკიტიჩი დარბაზში ვარჯიშობდნენ.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ხელის ტრავმა 10 დღის წინ, „სევილიასთან“ (4:2) შეხვედრაში მიიღო და საკუთარ გუნდს „ელ კლასიკოში“ ვერ დაეხმარა. „ბარსელონა“ კი დღეს, ესპანეთის სამეფო თასზე „ლეონესას“ დაუპირისპირდება.

0.112153