ჭიდაობა

16:40 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭიდავეთა და სუმოისტთა შეხვედრა სტამბულში

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატიდან თბილისში მომავალ მოჭიდავეთა დელეგაციას სტამბულის აეროპორტში ქართველი სუმოისტებიც შეუერთდნენ, რომლებიც ესტონეთში ჩატარებული ევროპის ასაკობრივი პირველობიდან შვიდი მედლით ბრუნდებოდნენ.

საქართველოს ჭიდაობისა და სუმოს ფედერაციების პრეზიდენტებმა გეგა გეგეშიძემ და ლევან ცაგურიამ ერთმანეთს წარმატებები მიულოცეს და ერთობლივი ფოტოც გადაიღეს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ოქროს, ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ამასთან, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.
აღნიშნული შეხვედრის ამსახველ ფოტოებს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

0.127479