სხვა

15:47 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოფარიკავეები მსოფლიო თასზე იასპარეზებენ

16-18 ნოემბერს ალჟირში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება. 2018/19 წლების სეზონის პირველ მსოფლიო თასზე ქართველი მოფარიკავეები, როგორც პირად, ასევე გუნდურ შეჯიბრში იასპარეზებენ.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, სეზონის პირველ საერთაშორისო სტარტზე სანდრო ბაზაძე, ბექა ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი და ვაჟა რეჭია გამოვლენ.

0.116214