ფეხბურთი

14:23 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: „მილანი“ გატუზოს ენდობა“

„მილანის“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს კლუბი მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს გათავისუფლებას აპირებს. ასევე „როსონერის“ მიზანზეც ისაუბრა.

„ისეთი კლუბისთვის, როგორიც „მილანია,“ მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება უნდა იყოს. მიგვაჩნია, რომ ამჟამად ყველაფერი გვაქვს ამისათვის. მაგრამ საჭირო არ არის მიზანი ახირებაში გადაიზარდოს.

გატუზოს შესაძლო გათავისუფლების შესახებ ჭორები გარედან გავრცელდა. ისინი აბსოლუტურად უსაფუძვლოა და კომენტარიც ამიტომ არ გავაკეთეთ.

ჯენარომ კი კარგად იცის, რომ კლუბში მას ბოლომდე ენდობიან.“ - უთხრა ლეონარდომ Gazzetta dello Sport-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116133