კალათბურთი

10:33 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 5 ქულა და მარცხი ბოსტონში

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" გასვლაზე "ბოსტონთან" 108:105 დამარცხდა. ზაზა პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან შევიდა. ჯამში ქართველმა ცენტრმა 16 წუთი და 45 წამი ითამაშა, ამ დროში გუნდს 5 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა შესძინა. 3-დან ერთი ორქულიანი და სამიდან სამი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ბოსტონელებმა 25:13 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 31 ქულა კაირი ირვინგმა ჩააგდო. "კლიპერსში" 24 ქულით და 15 მოხსნით ბლეიკ გრიფინი გამოირჩა.

"დეტროიტი" 4 მოგებით და ორი წაგებით აღმოსავლთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრაში მიჩიგანელები გასვლაზე "ბრუკლინს" დაუპირისპირდებიან, მატჩი პირველ ნოემბერს თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება.

0.118941