თამაშგარე

21:18 | 30.10.2018 | ნანახია 1140 - ჯერ

ემი ადამს ბოდიბილდერი დედა ჰყოლია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი, ემი ადამსი ბევრმა არ იცის, რომ წარმოშობით იტალიიდანაა და მისი ამჟამინდელი გვარიც ოდენ ფსევდონიმია და მეტი არაფერი. ბევრმა ისიც არ იცის, რომ ემის დედა ცნობილი ბოდიბილდერი და კუნთთა “გამმარიაჟებელი“ იყო.

მკერდვეება ემის დედა კუნთთა გამარიაჟება-გაკაჟებით ბავშვობიდანვე ყოფილა დაკავებული და ცნობილ მსახიობს არაერთხელ უთქვამს, რომ დედა ბავშვობაში მასაც აიძულებდა სპორტულად ცხოვრებას. ემის დედა, ქალბატონი ელზავეტა თავის საქმეში ნამეტნავად წარმატებულიც ყოფილა და ბოდიბილდინგში მრავალი ტიტულიც უპყრია ხელთ.

ემი ადმასი ზედმეტ წონასთან ბრძოლის დიდი გამოცდილების მქონე დიაცია და ამ საქმეშიც მთელი საიდუმლოებები თურმე მას სპორტსმენმა დედამ ასწავლა. ბევრი კი იძახის, ემი ადამსს ფერ-ხორცი ძალიან უხდება და სულაც არაა საჭირო წონის დაკლებაზე მუდმივად იწვალოსო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჰოლივუდში ერთთავად ყურადღების ცენტრში რომ იყო, შიმშილის გაძლებაც უნდა იცოდე...

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:05 | 31.10.2018
# KoRBeN DaLLaS # (13312)

რთული ბავშვობა ჰქონია ემის. წარმოიდგინეთ, სკოლიდან დაბრუნებისას რა დიალოგი გაიმართებოდა მასსა და დედამისს შორის:
- ემი ბლინები გინდა, დედა გენაცვალოს ?
- კი დეე, სადაა ?!
- გარაჟშია შვილო, ათკილოიანებით წაიხემსე...

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.069232