კალათბურთი

20:45 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში კარი და ადეტოკუმბო გამოარჩიეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში სტეფ კარი, ხოლო აღმოსავლეთში იანის ადეტოკუმბო დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაცის ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„მილოუკმა“ სასტარტო ექვსი შეხვედრა მოიგო. იანისი კი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 25 ქულას, 14.2 მოხსნას და 5.7 პასს აგროვებდა. სტეფ კარი საშუალოდ ერთ მატჩში 33.9 ქულას, 6.6 მოხსნას და 5.6 პასს აკეთებდა.

0.1342