საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაასრულა და ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა. ზვიად ჯელაძის გუნდმა მასპინძელ დანიასთან მარცხისა და რუსეთთან განადგურების შემდეგ რეაბილიტაცია ვერც ესტონეთთან მოახერხეს.
ბალტიისპირელებთან შეხვედრა ოდენ პრესტიჟის საკითხი იყო, რადგან გამარჯვებული გუნდი საპატიო მესამე ადგილს დაიკავებდა ქვეჯგუფში, მაგრამ „პატარა ჯვაროსნებმა“ ამის გაკეთებაც ვერ შეძლეს. ერიკ კრუგლოვის პირველი ტაიმის შუაწელს გატანილი გოლი შეხვედრაში ერთადერთი გამოდგა.
ამრიგად, მე-6 შესარჩევი ჯგუფი დანიამ მოიგო 9 ქულით, მეორეზე რუსეთი გავიდა (6 ქულა), მესამე ესტონეთი (3 ქულა), ხოლო საქართველომ ტურნირი 0 ქულით, 2 გატანილი გოლით, 11 გაშვებული გოლით და ბოლო ადგილით დაასრულა.
შედეგი სავალალოა და ბევრი უპასუხო კითხვაც გააჩინა...
ესტონეთი (U17) - საქართველო (U17) 1:0 (1:0)
ვილდბიერგი, „ვილდბიერგ არენა“
ესტონეთი (4-4-1-1): კივილა (ტილკი 54); რანდლაე, ტოომსალუ, კრუგლოვი, ტამიკსაარი; ჰუსარი, იერსოვი, კომლოვი (აიგრო 44), ტიმოფეიევი (პეტროვი 84); მიჰაილოვი; ანდრეასი
მწვრთნელი: ლარს ჰოპი
საქართველო (4-2-3-1): ხარატიშვილი; კვარაცხელია (ზურაბიანი 30), ჭინჭარაული (კვადაგიანი 46), ერაძე, მირზიკაშვილი; ოგბაიძე (აბუაშვილი 46), ტალახაძე; მორჩილაძე (დევდარიანი 70), ხვედელიძე (ომარაშვილი 46), აზაროვი; ტორონჯაძე
მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე
გოლი: 1:0 კრუგლოვი (27)
გაფრთხილება: ჰუსარი (16), ტიმოფეიევი (31), კრუგლოვი (45), იერსოვი (75), აიგრო (77), ტამიკსაარი (84) - მორჩილაძე(59), მირზიკაშვილი (66), დევდარიანი (77)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 19 (8) კუთხურები: 7:3
მსაჯი: ნეიჩ კაიტაზოვიჩი (სლოვენია)