ჩოგბურთი

17:40 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის მარცხი წყვილებში

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე მასტერსზე (საპრიზო ფონდი 5 444 985 ევრო) წყვილთა ტურნირშიც ჩაება, თუმცა, მარცხი განიცადა.

დღეს, ბასილაშვილი და ჰოლანდიელი ვესლი კოლჰოფი ამერიკელ ჯონ ისნერსა და ბრიტანელ ნილ სკუპსკის გაეჯიბრნენ და 2:6, 3:6 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ერთეულთა ძირითად ბადეში ბასილაშვილმა ავსტრალიელ ჯონ მილმანს აჯობა, მე-2 წრეში კი, ხვალ, სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან შერკინება ელის.

0.13595