ჩოგბურთი

17:17 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ დუელში გორგოძემ იმარჯვა

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 125 ათასი დოლარი) ქართული დუელი შედგა: ეკატერინე გორგოძე სოფო შაფათავას გაეჯიბრა და 6:2, 6:4 სძლია.

თუ ვინ იქნება მერვედფინალში გორგოძის მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა, როდესაც მე-6 ნომრად განთესილი რუსი მარგარიტა გასპარიანი ხორვატ ტერეზა მრდეზას გაეჯიბრება.
წყვილთა ტურნირში ოქსანა კალაშნიკოვასა და იაპონელ ნაო ჰიბინოს მე-2 განთესვა აქვთ და ხსენებულ პალკინასა და რუს იანა სიზიკოვას ეთამაშებიან, შაფათავა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი ძალებს პირველი რეიტინგის მქონე სლოვენიურ-რუსულ დუეტთან (დალილა იაკუპოვიჩი-ირინა ხრომაჩევა) მოსინჯავენ, ხოლო გორგოძე და ებრაელი დენიზ ხაზანიუკი ტაივანელ შუ-ინ ჰსიესა და სერბ ნატალია კოსტიჩს დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089606