ფეხბურთი

14:21 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაბინიო „ლივერპულში“ კმაყოფილია

„ლივერპულის“ ახალწვეული ნახევარმცველი, ბრაზილიელი ფაბინიო კლუბში ყოფნით კმაყოფილია, თუმცა თავიდან ძალიან გაუჭირდა.

„შეგუების პროცესი რთული გამოდგა. ბევრი მატჩი გამოვტოვე. ძნელია შენი გუნდის თამაშის სათადარიგო სკამიდან, ან ტრიბუნიდან ცქერა. მაგრამ ბევრს ვმუშაობდი და ახლა უკვე გაცილებით უკეთეს ვითარებაში ვარ. მწვრთნელები კარგად მექცევიან და მეხმარებიან.

მესმის, რომ აქ ძალიან მაღალი მოთხოვნებია და ნახევარმცველებიც ბევრნი არიან. მაგრამ მეტი მუშაობაა საჭირო. - ციტირებს ფაბინიოს სიტყვებს ESPN.

0.117791