„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიუს ზამთარში თავისი გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება შეეძლება - წერს The Guardian.
გამოცემის ცნობით, „ეშმაკუნების“ ხელმძღვანელობა მზადაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას 100 მილიონი გირვანქა (112 მილიონი ევრო) გამოყოს.
ცნობილია, რომ მოურინიუსთვის ყველაზე პრობლემური პოზიციები დაცვში და თავდასხმაშია.
გასულ ზაფხულს პორტუგალიელს რამდენიმე ფეხბურთელის ყიდვა სურდა. მაგალითად ჰარი მაგუაირის („ლესტერი“), ჟერომ ბოატენგის („ბაიერნი“) და რაფაელ ვარანის (მადრიდის „რეალი“), მაგრამ მაშინ კლუბმა ვერცერთის გადაბირება შეძლო. ამიტომაც იყო მერე, ჟოზე კლუბის დირექტორ ედ ვუდვორდს რომ შემოსწყრა.