ფეხბურთი

13:16 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელმა მბაპე და რაბიო დასაჯა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში „მარსელის“ წინააღმდეგ (2:0) თავისი გუნდის ლიდერები კილიან მბაპე და ადრიენ რაბიო დასაჯა - ორივე თადარიგში გაამწესა.

საქმე ის არის, რომ მათ თამაშზე დააგვიანეს, რამაც დამრიგებლის რისხვა გამოიწვია.

„ეს დისციპლინარული ქმედება გახლდათ. თამაშის წინ ფეხბურთელებმა დააგვიანეს. ეს სამარცხვინოა. არ მიყვარს კილიანისა და ადრიენის გარეშე თამაში, მაგრამ იძულებული გავხდი ამ ზომისთვის მიმემართა.“ – განუცხადა ტუხელმა Sport Bild-ს.

ორივე ფეხბურთელი თამაშში მოგვიანებით ჩაერთო, მბაპე 62-ე წუთზე, რაბიო - 79-ზე.

0.113248