ფეხბურთი

12:43 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვალდანო ბეილის წინააღმდეგ

მადრიდის „რეალის“ შემტევის, გარეთ ბეილის აგენტმა, ჯონათან ბარნეტმა, კლუბის ყოფილი დირექტორის, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონის, ხორხე ვალდანოს განცხადებას უპასუხა. ვალდანომ უელსელი „კლასიკოს“ შემდეგ გააკრიტიკა, რომელშიც „ბარსელონამ“ 5:1 მოუგო „რეალს.“

„მისი განცხადება აბსოლუტურად უსაფუძვლოა და სერიოზულად ვერ აღვიქვამთ.“ - ციტირებს ბარნეტის სიტყვებს ESPN.

ვალდანო ბეილს ადრეც აკრიტიკებდა. ამბობდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უელსელის თამაშის ხარისხი მასში გადახდილ თანხას არ შეესაბამებაო. „სამეფო კლუბმა“ ბეილი 2013 წელს „ტოტენჰემისგან“ მაშინ არნახულ 100 მილიონ ევროდ იყიდა. ვალდანო კი ამტკიცებს, რომ ბეილს სუპერვარსკვლავის სტატუსი სწორედ ამ თანხამ მიანიჭა და არა ოსტატობის დონემ.

0.12205