ფეხბურთი

11:53 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ლესტერი“ სტადიონს სახელს გადაარქმევს

„ლესტერის“ დირექტორატი საკუთარი სტადიონის სახელის შეცვლას აპირებს. „კინგ პაუერს“ კლუბის დაღუპული პრეზიდენტის, ვიშაი შრივადანაპრაბჰას სახელს დაარქმევენ.

ვიშაის ვაჟი ცი, რომელიც კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ, ამ კვირაში აღმასრულებელ დირექტორ სიუზან უილანთან მოილაპარაკებს და მამის სახელს უკვდავყოფს. ახლა აიავატი დროებით კლუბის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ვიშაი შრივადანაპრაბჰა, 27 ოქტომბერს დაიღუპა. პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩის შემდეგ („ლესტერი“ – „ვესტ ჰემი“ 1:1), მისი პირადი ვერტმფრენი მოედნიდან აფრინდა, მაგრამ ორიენტაცია დაკარგა და სტადიონის გვერდით პარკინგზე აფეთქდა.

0.120329