ფეხბურთი

11:27 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდი „სტემფორდ ბრიჯზე“ ბრუნდება

ინგლისური ჩემპიონშიფის კლუბ „დერბი ქაუნთის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა ჟურნალისტებს მისი გუნდის „ჩელსისთან“ სათასო შეხვედრის წინ შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„ცხადია, სერიოზულად ვემზადებით მატჩისთვის. ვეცდებით, თავი არ შვირცხვინოთ. რაც შეხება „სტემფორდ ბრიჯს,“ ამ სტადიონთან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს. სასიხარულოა, რომ დავბრუნდები და ტრიბუნებზე 40 ათას მეგობარს მივესალმები. ასაკთან ერთად მეტად ემოციური გავხდი. ახლა უფრო კარგად მესმის რას ნიშნავს ჩემთვის „ჩელსი.“ იქ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდი გავატარე.“ - უთხრა ლამპარდმა Sky Sports-ს.

შგახსენებთ, რომ ლამპარდი „ჩელსიში“ 13 წლის განმავლობაში (2001-14) თამაშობდა და სამჯერ მოიგო პრემიერლიგა.

„ჩელსი“ – „დერბი ქაუნთი“ კი ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდის მატჩია და ის ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება „სტემფორდ ბრიჯზე.“

0.122559