ფეხბურთი

10:56 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლოპეტეგიმ „რეალს“ მადლობა გადაუხადა

„რეალის“ აწ უკვე მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ მადლობა გადაუხადა მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობას, მოთამაშეებს და გულშემატკივრებს.

„რეალის“ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, მინდა მადლობა გადავუხადო მათ მოცემული სამუშაოსთვის. მადლობა მოთამაშეებს მათი თავდადებისთვის, მადლობა კლუბის ყველა თანამშრომელს, რომლებიც პატიოსნად შრომობენ და, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველთვის გვერდში გვიდგანან. წარმატებები ყველას.“ - ციტირებს ლოპეტეგის სიტყვებს FourFourTwo.

ლოპეტეგი „რეალის“ მთავარ მწვრთნელად 2018 წლის ივნისიდან მუშაობდა. ამ პოსტზე მან ზინედინ ზიდანი შეცვალა. წუხელ კი, ცუდი შედეგების გამო, გაათავისუფლეს.

„რეალის“ გარდა, მას ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში, ესპანეთის ეროვნულ გუნდსა და პორტუგალიურ „პორტუში“ უმუშავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111877