ფეხბურთი

9:04 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაჰრეზის გოლი „ლესტერის“ დაღუპულ პრეზიდენტს მიეძღვნა

„მანჩესტერ სიტის“ ალჟირელმა ნახევარმცველმა, რიად მაჰრეზმა, პრემიერლიგის მე-10 ტურის ბოლო მატჩში „ტოტენჰემს“ მე-6 წუთზე გოლი გაუტანა და ის „ლესტერის“ დაღუპულ პრეზიდენტს, ვიშაი შრივადანაპრაბჰას მიუძღვნა. ეს უკანასკნელი 27 ოქტომბერს, საკუთარი ვერტმფრენის ავარიის შედეგად დაიღუპა „ლესტერის“ სტადიონის სიახლოვეს.

„ძალიან რთულია ამ ამბის დაჯერება. ის ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი იყო. „ლესტერში“ ოთხნახევარი წელიწადი გავატარე და საუკეთესო მოგონებები დამრჩა. ისეთი კარგი ადამიანი იყო, გულდიდა, მამასავით გვექცეოდა.

ძალიან, ძალიან დამწუხრებული ვარ. ამიტომ, როცა გოლი გავიტანე, ხელები ზეცისკენ აღვმართე და ეს ბურთი მას მივუძღვენი.“ - უთხრა მაჰრეზმა Sky Sports-ს.

0.126051