ფეხბურთი

0:31 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლოპეტეგი დაითხოვეს

მადრიდის „რეალში“ ხულენ ლოპეტეგის მოღვაწეობა დასრულდა. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ესპანელი სპეციალისტი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულია.

ლოპეტეგის „რეალთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, მაგრამ მისი მადრიდული მოღვაწეობა მეტად ხანმოკლე გამოდგა.

ლოპეტეგიმ „ბლანკოსს“ 14 თამაშში უხელმძღვანელობა: 6 მოგება, 2 ფრე და 6 წაგება. მისთვის ფატალური გამოდგა „ელ კლასიკოში“ „ბარსელონასთან“ 1:5 განადგურება. აღსანიშნავია, რომ ლა ლიგაში მადრიდული გრანდი 10 ტურის შემდეგ მხოლოდ მეცხრე ადგილზეა 14 ქულით, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 3 ტურის მერე 6 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა.

"რეალს" დროებით სანტიაგო სოლარი გავწრთნის, რომელიც ბოლო პერიოდში "რეალი B"-ს ედგა სათავეში.

რაც შეეხება ლოპეტეგის, ესპანეთის ნაკრების თავკაცის პოსტზე ყოფნის პერიოდში „რეალთან“ აწარმოა მოლაპარაკებები და საბოლოოდ, მუნდიალის დაწყებამდე 2 დღით ადრე „ფურია როხადან“ გაათავისუფლეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114985