ფეხბურთი

19:26 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ პერესზე, "ოქროს ბურთზე", "იუვენტუსზე"

კრიშტიანუ რონალდუს „ოქროს ბურთის“ მეექვსედ მოგება სურს. ამის შესახებ „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა France Football-თან საუბარში განაცხადა.

გარდა ამისა, რონალდუმ ფლორენტინო პერესის შესახებაც გააკეთა კომენტარი:

ფლორენტინო პერესი - „პერესთან ყოველთვის საქმიანი ურთიერთობა მქონდა. ყველაფერი რასაც მეუბნებოდა, გულიდან ნათქვამი არასდროს ყოფილა. მადრიდში ბევრი კარგი რამ გავაკეთე, რომლებიც ყოველთვის მემახსოვრება, ასევე გულშემატკივრებიც, მაგრამ ვფიქრობ, 9 წლის შემდეგ სწორი მომენტი იყო ცვლილებებისთვის“.

განცდა - „იუვეში“ ფულის გამო არ გადავსულვარ. მაგრამ „რეალში“ ისეთი სიტუაცია აღარ იყო, როგორც ადრე. კლუბში და განსაკუთრებით ფლორენტინო ისე არ მექცეოდა, როგორც ძველად. საწყის 4-5 წელიწადში მქონდა განცდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ვიყავი, შემდეგ კი, ნაკლებად“.

„იუვენტუსი“ - „პატარა დეტალებია. ფული რომ მდომოდა, ჩინეთში წავიდოდი. „იუვეში“ ამის გამო ნამდვილად არ გადავსულვარ. განსხვავება ისაა, რომ „იუვენტუსს“ ჩემი დამატება ნამდვილად სურდა და ეს დამიმტკიცა“.

„ოქროს ბურთი“ – „დიახ, ჩემი ოცნებაა მეექვსე „ოქროს ბურთის“ მოგება და ლიონელ მესის გადასწრება. ვფიქრობ, წელს ეს ჯილდო დავიმსახურე“.

0.113189