ფეხბურთი

18:25 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სარის ლონდონური რეკორდი

მაურიციო სარის „ჩელსი“ დაუმარცხებელია და იტალიელმა ასეთ მოკლე პერიოდშიც მოასწრო კლუბის ისტორიაში შესვლა. საქმე ისაა, რომ „არისტოკრატებს“ პრემიერლიგის საწყის 10 ტურში თამაში არ წაუგიათ და ეს პირველად მოახერხეს.

შედეგად, სარი „ჩელსის“ პირველი მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონატის სტარტზე მიჯრით 10 მატჩი არ დამარცხებულა. ლონდონელებმა 7-ჯერ გაიმარჯვეს და სამჯერ ფრეს დასჯერდნენ.

„ჩელსისა“ და სარის კიდევ უფრო შთამბეჭდავ სახეს იღებს, თუ ევროპა ლიგაზე სამ და ინგლისის ლიგის თასზე ერთ გამარჯვებასაც მივიღებთ სათვალავში.

მიმდინარე სეზონში ლონდონური გუნდი ერთადერთხელ, 5 აგვისტოს, „მანჩესტერ სიტისთან“ ინგლისის სუპერთასზე დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110269