ჩოგბურთი

12:05 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილის რეკორდი

ვენის ტურნირზე მარცხის მიუხედავად ნიკოლოზ ბასილაშვილი პირად კარიერაში რეკორდებს მაინც ამყარებს. ამჯერად ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში 2 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგში 22-ე ადგილზე განთავსდა, ეს კი მისი საუკეთესო შედეგია.

აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილმა ვენაში პირველი წრე, სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან – 6:4, 6:7(6), 3:6 წააგო.

პარიზის „მასტერში“ ჩვენებური ორშაბათიდან ჩაებმება და პირველი წრის მატჩს, ავსტრალიელი ჯონ მილმენის წინააღმდეგ, თბილისის დროით 14 საათზე დაიწყებს.

0.115563