ფეხბურთი

1:37 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ვერდერი“ – „გულუხვი მასპინძელი“

“დორტმუნდმა“ ისეთი რიხით დაიწყო წლევანელი სეზონი, იფიქრებდით, ამათ ვინ გააჩერებსო. თუნდაც ბოლო მატჩი გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგაში, „ატლეტიკოს“ 4:0 რომ მოუგეს. თან „ბაიერნიც“ ვეღარ არის ისეთი ყოჩაღი.

გასულ უქმეებზე კი „ჰერტას“ ვერაფერი მოუხერხეს (2:2). თუმცა ბერლინელებმა გამათანაბრებელი ბურთი 91-ე წუთზე გაიტანეს. ეს კოტდივუარელი სალომონ კალუს მეორე გოლი გახლდათ ამ შეხვედრაში. პირველი მან 41-ე წუთზე გაიტანა.

დუბლი მიითვალა დორტმუნდელთა 18 წლის ინგლისელმა ყმაწვილმა, ჯეიდონ სანჩომაც, რომელსაც ბრიტანელი სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

„დორტმუნდმა“ 9 ტურის შემდეგ 21 ქულა მოაგროვა და კვლავაც ლიდერია.

“ბაიერნს“ მაინცში გაუჭირდა, მაგრამ გაიმარჯვა (2:1). მათმა დამრიგებელმა, ნიკო კოვაჩმა კი შემდეგ თქვა: „არ ვნერვიულობდი, როცა მეტოქემ გაათნაბრა ანგარიში. შესვენებაზე ფეხბურთელებს ვუთხარი გამოფხიზლებულიყვნენ. როცა გაგვიტანეს, ისე იქცეოდნენ, თითქოს ჩაეძინათო. მათ კარგად გაიგეს ჩემი ნათქვამი და მაინც მოახრხეს გამარჯვება.“

„ბაიერნი“ მეორე ადგილზე დადგა, რადგან მისმა უშუალო კონკურენტებმა წააგეს: „გლადბახი“ „ფრაიბურგთან’ (2:3) დამარცხდა.

აი, ტურის გვიან მატში კი ბრემენის „ვერდერმა“ „ივაჟკაცა“ და შინ „ლევერკუზენთან“ 2:6 შერცხვა.

გერმანია

ბუნდესლიგა. მე-9 ტური

დორტმუნდი - ჰერტა 2:2

1:0 სანჩო (27), 1:1 კალუ (41), 2:1 სანჩო (61), 2:2 კალუ (90+1, პენ)

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი.“ 81 000

დორტმუნდი: ბიურკი, ჰაქიმი, ზაგადუ, დიალო, პიშჩეკი (ტოპრაკი 90+2), დაუდი, ვიტსელი, სანჩო (პულიშიჩი 71), გერეირუ (ლარსენი 80), როისი, გიოტცე

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

ჰერტა: იარშტეინი, რეკიკი, ლუსტენბერგერი, შტარკი, მიტელშტადტი, მაიერი, შელბრედი (დარიდა 46), ლაზარო, დუდა (დილროსუნი 72), კალუ, იბიშევიჩი (ზელკე 57)

მწვრთნელი: პალ დარდაი

მსაჯი: საშა შტაგემანი

გაფრთხილება: ჰაქიმი (9), ზაგადუ (90); იბიშევიჩი (23), ლაზარო (47), ლუსტენბერგერი (56)

მაინცი - ბაიერნი 1:2

მაინცი. „ოპელ არენა.“ 33 305

0:1 გორეცკა (39), 1:1 ბოეტიუსი (48), 1:2 ალკანტარა (62)

მაინცი: მიულერი, მარტინი, ნაკატე, ბელი, ბროზინსკი, გბამინი, კუნდე (უჯა 69), ლატცა (მაკსიმი 84), ბოეტიუსი, იოზთუნალი, მატეტა (კუაისონი 69)

მწვრთნელი: სანდრო შვარცი

ბაიერნი: ნოიერი, ბოატენგი, ალაბა, ზულე, კიმიხი, მარტინესი, ალკანტარა, გორეცკა (რენატო სანშეში 55), გნაბრი (რიბერი 57), მიულერი (რაფინია 84)

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

მსაჯი: ჰარმ ოსმერსი

გაფრთხილება: მარტინი (43), იოზთუნალი (61), უჯა (88); მარტინესი (86)

ფრაიბურგი - გლადბახი 3:1

1:0 პეტერსენი (1, პენ), 1:1 აზარი (20, პენ), 2:1 ვალდშმიტი (57), 3:1 ჰელერი (90+4)

ჰანოვერი - აუგსბურგი 1:2

0:1 ხედირა (8), 0:2 ფინბოგასონი (63, პენ). 1:2 ბებუ (72)

ფორტუნა - ვოლფსბურგი 0:3

0:1 ვეგჰორსტი (41, პენ), 0:2 ბრეკალო (73), 0:3 გინჩეკი (80)

ჰოფენჰაიმი - შტუტგარტი 4:0

1:0 ბრენეტი (48), 2:0 ჟოელინტონი (51), 3:0, 4:0 ბელფოდილი (57, 60)

ნიურნბერგი - აინტრახტი 1:1

1:0 ზრელაკი (78), 1:1 ალერი (90+2)

ლაიპციგი - შალკე 0:0

ვერდერი - ლევერკუზენი 2:6

0:1 ვოლანდი (8), 0:2 ბრანდტი (38), 0:3 ბელარაბი (45), 1:3 პისარო (60), 2:3 ოსაკო (63), 2:4 ჰავერცი (67). 2:5 დრაგოვიჩი (72), 2:6 ჰავერცი (77)

0.123164