კალათბურთი

0:26 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 18 ქულა და მე-5 გამარჯვება

თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში მე-5 გამარჯვება იზეიმა. ბასკურმა კლუბმა მადრიდში “ესტუდიანტესთან” 100:67 იმარჯვა, ქართველი ლეგიონერი კი სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 23:18 წუთში 18 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 11-დან 7 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა მოედანზე 17:53 წუთი გაატარა და 6 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მეტმა სამივე ორქულიანი ჩააგდო, 5 სამქულიანი კი ააცილა.
“ბასკონია” სატურნირო ცხრილში მხოლოდ “რეალსა” და “ბარსელონას” ჩამორჩება, მომდევნო მატჩს კი 4 ნოემბერს შინ “ვალენსიასთან” გამართავს.

0.123042