ჩოგბურთი

20:15 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა 99-ე ტიტული მოიგო

ლეგენდარულმა ჩოგბურთლმა როჯერ ფედერერმა კარიერაში, ერთეულთა თანრიგში, 99-ე ტიტული მოიპოვა. როჯერზე მეტი ტურნირი მხოლოდ ჯიმი კონორსს (109 ტიტული) აქვს მოგებული. ფედერერი ბაზელის ტურნირი კარიერაში მეცხრედ მოიგო. ფინალში რუმინელი მარიუს ჩოპილი 7:6, 6:4 დაამარცხა.

შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. პირველ სეტში, როჯერმა ტაი-ბრეიკზე 7:5 მოიგო. მეორე პარტიაში 4:4-ზე შვეიცარიელმა გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა.

ფედერერმა ამ გამარჯვებით რეიტინგში 500 ქულა შეინარჩუნდა და 427 765 ევრო მოიპოვა.

0.115967