ძიუდო

16:17 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილი ფინალში გავიდა

აბუ დაბის გრანდ სლემის ნახევარფინალური შეხვედრა კვლავ ქართველის გამარჯვებით დასრულდა. ლაშა შავდათუაშვილმა, რომელიც 73 კილოგრამ წონით კატგორიაში ასპარეზობს, შვედი მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ქართველმა ძიუდოისტმა ოთხივე შეხვედრა იპონით მოიგო და ტურნირის ფინალში გავიდა.

ორთაბრძოლა თანაბარი ძალებით წარიმართა და მეტოქეებმა თითო ილეთი შეასრულეს, თუმცა ლაშა ბოლო წამებზე გააქტიურდა და ტომი მაციასს შანსი არ დაუტოვა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველი აკილ გიაკოვას შეხვდება.

0.113826