ფეხბურთი

13:55 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლოპეტეგის გათავისუფლების შემთხვევაში "რეალს" მარტინესი ჩაიბარებს

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა შესაძლოა მადრიდის "რეალი" ჩაიბაროს. აღნიშნული ინფორმაცია The Sunday Times-მა გაავრცელა. ინგლისური გამოცემის ინფორმაციით, ხულენ ლოპეტეგის "ბლანკოსის" ხელმძღვანელობა "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ დაითხოვს.

"სამეფო კლუბის" ახალი თავკაცის პოსტზე ბრიტანული მედია ანტონიო კონტესაც განიხილავდა, თუმცა იტალიელის აგენტმა "რეალი" უარყო.

მარტინესმა კი ბელგიის ეროვნული ნაკრები 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გაიყვანა და აღნიშნული ქვეყნის ფედერაცია ესპანელი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია.

0.11551