2009 წლის შემდეგ "ელ კლასიკო" ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ჩაივლის. ლა ლიგის მეათე ტურში "ბარსელონას" და "რეალის" დაპირისპირება 28 ოქტომბერს თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება. შეხვედრაში მონაწილეობას მესი ტრავმის გამო ვერ მიიღებს. "რეალის" მხრიდან მარსელოს თამაში სათუო იყო, თუმცა განაცხადში მოხვდა.
შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გთავაზობთ ორივე გუნდის გაფართოებულ შემადგენლობებს.
"ბარსელონა": ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ბუსკეტსი, დენის სუარესი, კოუტინიო, არტური, სუარესი, დემბელე, რაფინია, სილესენი, მალკომი, ლენგლე, ალბა, მუნირი, რობერტო, ვიდალი, ჩუმი
"რეალი": ნავასი, კასილია, კურტუა, რამოსი, ვარანი, მარსელო, ოდრიოსოლა, რეგილონი, კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე, ლიორენტე, ასენსიო, ისკო, სებალიოსი, მარიანო, ბენზემა, ბეილი, ვასკესი, ვინისიუსი