ფეხბურთი

14:45 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელმა" გარსიას და სუბისარეტას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

"მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ და საფეხბურთო დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივეს. აღნიშნული ინფორმაცია "ოლიმპიკის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ანდონი და რუდი ფრანგულ კლუბში 2016 წელს მივიდნენ. 2016/17 წლების სეზონში "მარსელმა" გარსიას ხელმძღვანელობით საფრანგეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილი დაიკავა. გასულ სეზონში კი "ოლიმპიკმა" მეოთხე პოზიცია დაიკავა და მესამეადგილოსან "ლიონს" ერთი ქულით ჩამორჩა.

ამჟამად გარსიას გუნდს ჩემპიონატში მეხუთე პოზიცია უკავია, ხოლო ევროპა ლიგაზე "მარსელი წარუმატებლად თამაშობს - სამი ტურის შემდეგ ერთი ფრე, ორი წაგება.

0.118641