კალათბურთი

10:36 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას და „დეტროიტის“ პირველი მარცხი

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონმა“ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. მიჩიგანელებმა შინ „ბოსტონ სელტიკსთან“ 89:109 წააგეს. ზაზა პარკეტზე სათადარიგოთა სკამიდან გავიდა და 12 წუთი ითამაშა. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. ზაზამ ორიდან ორი საჯარიმო სროლა გამოიყენა.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „ბოსტონმა“ მატჩის სტარტზევე მოიპოვა უპირატესობა და მთელი შეხვედრის განმავლობაში ანგარიშით წინ იყო. „დეტროიტის“ წაგება შეიძლება ბლეიკ გრიფინის ცუდ თამაშსაც მივაწეროთ. გრიფინმა გუნდს მხოლოდ 7 ქულა შესძინა. მატჩში ყველაზე მეტი 19 ქულა ბრაუნის ანგარიშზეა. „დეტროიტში“ 18 ქულით დრამონდი გამოირჩა.

„დეტროიტი“ 4 მოგებით და ერთი მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრაში ისევ „ბოსტონს“ დაუპირისპირდება, ოღონდ ამჯერად გასვლით მატჩში. შეხვედრა 31 ოქტომბერს თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება.

0.11257