ავტოსპორტი

4:52 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რიკარდოს მექსიკური პოული

„რედ ბულის“ ავსტრალიელმა დანიელ რიკარდომ მექსიკის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და თავის თანაგუნდელ მაქს ფერსტაპენს წაართვა შანსი იმისა, რომ ფორმულა 1-ის ისტორიაში, პოულის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გამხდარიყო. 21 წლის ჰოლანდიელს ამ მიღწევამდე მას სულ რაღაც, 0.026 წამი დააკლდა.

ფერსტაპენი, ვისაც მექსიკაში შარშანდელი რბოლა აქვს მოგებული, სამივე პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო და კვალიფიკაციის მიწურულსაც, თითქოს მიზნისთვის უნდა მიეღწია, მაგრამ ბოლო მომენტში რიკარდომ აჯობა. ჰოლანდიელი მეორე ადგილს დასჯერდა, რითაც დიდად გაწბილებული დარჩა. აშშ-ის 2013 წლის დიდი პრიზის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა სტარტზე მოწინავე პოზიციას „რედ ბულის“ მრბოლები დაიკავებენ.

მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერი ლუის ჰამილტონი, ვისაც რბოლაში მეშვიდე ადგილის დაკავებაც ჰყოფნის იმისათვის, რომ მექსიკაშივე მეხუთე ტიტული გაინაღდოს. მას გვერდით მთავარი კონკურენტი სებასტიან ფეტელი დაუდგება. გერმანელი ჰამილტონს 70 ქულით ჩამორჩება. დარჩენილ სამ რბოლაში კი მხოლოდ 75 ქულია აღებაა შესაძლებელი.

„ვიცოდი, რომ წრის უშეცდომოდ გავლა შემეძლო. პრაქტიკებზე სუფთა წრე არ მქონია, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მანქანა სწრაფია. მაქსი ამას პრაქტიკებზე ადასტურებდა. ეს ალბათ მაინც არ იყო სუფთა წრე, ბოლოს გავიგე, რომ პოულზე ვარ და ამოვისუნთქე“, - რბოლის შემდგომ განაცხადა რიკარდომ, ვისთვისაც ეს კარიერაში მესამე პოულია. ავსტრალიელს წინა ორი კვალიფიკაცია მონაკოს ქუჩებში აქვს მოგებული.

აღსანიშნავია, რომ ჰამილტონმა თავისი მეოთხე ტიტული შარშან სწორედ მექსიკაში გაინაღდა. მაშინაც რბოლა მესამე პოზიციიდან დაიწყო და სტარტზე ფეტელთან მომხდარი შეჯახების შემდეგ, ბოლო ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ფინიშის ხაზი მეცხრემ გადაკვეთა. ფეტელმ ის რბოლა პოულიდან დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ, მეორეს დასჯერდა, გამარჯვება კი ფერსტაპენმა მოიპოვა.

მექსიკის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:14.759
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:14.785
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:14.894
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:14.970
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:15.160
  6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:15.330
  7. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:15.827
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:16.084
  9. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:16.189
  10. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:16.513
  11. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:16.844
  12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:16.871
  13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:17.167
  14. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:17.184
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:16.911
  16. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:16.966
  17. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:17.599
  18. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:17.689
  19. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:17.886
  20. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) -
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126576