ფეხბურთი

0:09 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი სალაჰს ემსგავსება

„კარგია, რომ სალაჰმა ორჯერ გამოიჩინა თავი. მეც და მოჰამედიც დარწმუნებული ვიყავით, რომ დროებითი ჩავარდნა მალე გამოსწორდებოდა. მაგარამ, როცა ყოველ წუთს გეკითხებიან ამის შესახებ, იქმნება შთაბეჭდილება თითქოს გუნდში რაღაც ვერ არის წესრიგში. არადა, ასე არ არის. იმედია, დღეიდან სალაჰის შესახებ საუბარი შეწყდება.“ – ეს სიტყვები „ლივერპულის“ მწვრთვნელმა, იურგენ კლოპმა, გასულ ოთხშაბათს, „ცრვენა ზვეზდასთან“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩის შემდეგ თქვა, როცა „მერსისაიდელებმა“ სერბებს 4:0 მოუგეს.

წუხელ „წითლებმა“ ისევ 4 გოლი გაიტანეს, სალაჰმა ერთი თავად შაგდო და თითოც შაქირისა

მანეს გაატანინა. „ლივერპულმა“ უელსური კლუბი გაანადგურა და მინიმუმ კვირამდე პრემიერლიგაში გაპირველდა.

„ლივერპულმა“ ვერ მოახერხა საშინაო მატჩების „მშრალი“ სერია 10-მდე მიეყვანა. ალისონის კარის ბადე კარდიფელმა კალუმ პატერსონმა შეარხია, მაგრამ „გედებს“ ეს ძალიან ძვირად დაუჯდათ.

მთავარი ამბები კი პრემირლიგაში კვრას და ორშაბათს მოხდება.

დღეს „ჩელსი“ „ბერნლის“ ესტუმრება. ორშაბათს კი „ტოტენჰემი“„სიტის“ უმასპინძლებს.“

ლივერპული - კარდიფი 4:1

ლივერპული. „ენფილდი.“ 53 373

1:0 სალაჰი (10), 2:0 მანე (66), 2:1 პატერსონი (77), 3:1 შაჩირი (84). 4:1 მანე (87)

ლივერპული: ალისონი, ლოვერნი, ვან დეიკი, მორენო, ალექსანდერ-არნოლდი, ვეინალდუმი, ლალანა (შაქირი 61), ფაბინიო, ფირმინო (მილნერი 71), სალაჰი, მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

კარდიფი: ეთეიჯი, მანგა, ბამბა, მორისონი, ბენეტი, პატერსონი, გუნარსონი (დამური 73), რიდი (ზოჰორე 83), მერფი (ჰარისი 74), კამარასა, ჰოილეტი

მწვრთნელი: ნილ უორნოკი

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება არ ყოფილა

ბრაიტონი - ვულვერჰემპტონი 1:0

1:0 მიურეი (48)

ფულემი - ბორნმუთი 0:3

0:1 უილსონი (14, პენ), 0:2 ბუკსი (72), 0:3 უილსონი (85)

გაძევება: მაკდონალდი (73)

საუთჰემპტონი - ნიუკასლი 0:0

უოტფორდი - ჰადერსფილდი 3:0

1:0 პერეირა (10), 2:0 დელოფეუ (19), 3:0 საქსესი (80)

ლესტერი - ვესტ ჰემი 1:1

0:1 ბალბუენა (30), 1:1 ნდიდი (89)

გაძევება: ნოუბლი (ვესტა ჰემი, 38)

0.118157