სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ძიუდო

21:40 | 27.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილის და მარგველაშვილის ტრიუმფი აბუ დაბის გრანდ სლემზე

ამირან პაპინაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის გამარჯვებულები გახდნენ. არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში მიმდინარე ტურნირის პირველ დღეს პაპინაშვილმა (60) და მარგველაშვილმა (66) ოთხ-ოთხი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგეს და ოქროს მედლები ღირსეულად მოიპოვეს.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ამირანმა პირველ წრეში დაისვენა და ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც რუსი ბესლან მუდრანოვი იპონით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ასევე იპონით ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს სძლია. ამავე წონით კატოგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი მონაწილეობდა და პაპინაშვილთან ნახევარფინალში შეხვედრის შანსი ჰქონდა. ჩხვიმიანმა ტურნირზე მხოლოდ ერთი დაპირისპირება მოიგო (ჩინელ რილეგე სუსთან), ხოლო მეოთხედფინალური შეხვედრა შარაფუდინ ლუტფილაევთან წააგო. უზბეკ სპორტსმენს ნახევარფინალში პაპინაშვილმა იპონით მოუგო და გადამწყვეტ მატჩში ამირანმა ესპანელ ფრანსისკო გარიგოსი ასევე იპონით დაამარცხა.

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მარგველაშვილმა ფინალამდე ირლანდიელი ნათონ ბარნსი (იპონი), ბელარუსი დმიტრი შერშანი და ებრაელი იაკუბ შამილოვი (იპონი) დაამარცხა. ფინალური შეხვედრის რეპეშაჟში ვაჟამ ყაზახი იერლან სერიკჟანოვს ვაზარით მოუგო.

28 ოქტომბერს ტურნირზე მედლები 73 და 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გათამაშდება. ფრიდონ გიგანი (73) ასპარეზობას ჩეხ იაკუბ იეჩმინეკთან შეხვედრით იწყებს, ხოლო ლაშა შავდათუაშვილი (73) მეორე რაუნდში იაპონელ ტაკეში დოის შეხვდება. 81 კგ-ში კი მონაწილეობას თამაზ კირაკოზაშვილი მიიღებს, რომელიც ასევე მეორე რაუნდში გერმანელ ჰანს კონრადს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.130511