სხვა

16:24 | 27.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით ხეცურიანის ოქრო და 2 ვერცხლი ევროპის ჩემპიონატიდან

პოლონეთში მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების წევრმა დავით ხეცურიანმა წარმატებით დაასრულა. ქართველმა ძალოსანმა ერთი ოქროსა და 2 ვერცხლის მედლის მოპოვება მოახერხა.

ხეცურიანმა ატაცში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და 167, 171, 174 კილოგრამები დაძლია, რომელიც ოქროს მედლისთვის საკმარისი გამოდგა.

აკვრაში დაძლეული 201 კილოგრამით ქართველმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში 375 კილოგრამი დაუგროვდა და კვლავ კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109568