ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი წარმატებით გრძელდება რევაზ ნადარეიშვილისთვის. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ფალავანმა მესამე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.
რევაზი მერვედფინალში ფრანგ ნოუმონვის დაუპირისპირდა და მისი დამარცხება არ გასჭირვებია. ქართველმა კიდევ ერთი 4 ქულიანი გდება შეასრულა და 5:1 იმარჯვა.
ამჯერად ჩვენებურის მეტოქე ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი სომეხი არტურ ალექსანიანი იქნება.