ფეხბურთი

12:34 | 27.10.2018 | ნანახია 1809 - ჯერ

"ისინი მამცირებენ" - ლოპეტეგის შურისძიების შანსი

მიმდინარე საფეხბურთო უიქ-ენდი გამორჩეულია, რადგან „ელ კლასიკო“ უნდა გაიმართოს. მადრიდის „რეალი“ ბოლო პერიოდში საკითარ თავს არ ჰგავს და სპეციალისტთა აზრით, შესაძლოა ხულენ ლოპეტეგი მარცხის შემთხვევაში დაითხოვონ.

თუმცა, ლოპეტეგი ამაზე არ ფიქრობს და შურისძიება სურს. ესპანელი 1994-1997 წლებში „ბარსელონას“ კარს იცავდა. უფრო სწორად სათადარიგო მეკარე იყო. ლოპეტეგი თვლის, რომ თავის დროზე „ბარსელონაში“ დაამცირეს.

ლოპეტეგის ჯერ იოჰან კრუიფი არ ენდობოდა, ხოლო შემდეგ, როდესაც გუნდში ბოი რობსონი მივიდა სიტუაცია შეიცვალა, უარესობისკენ. „ბლაუგრანამ“ ვიტორ ბაია იყიდა და ლოპეტეგიც მესამე მეკარე გახდა. საბოლოოდ, 1997 წელს კატალონელებმა „რაიო ვალეკანოში“ გაასხვისეს.

ლოპეტეგის სიტყვებს კი Marca ციტირებს:

„მინდა კრუიფთან საუბარი, რაღაც საკითხების გარკვევა. მე არ ვარ პატარა ბიჭი, დიდი გმაოცდილება მაქვს და არ შემიძლია ასე ყოფნა. ისინი სპორტულად მამცირებენ“, - ეს სიტყვები ლოპეტეგიმ ჯერ კიდევ 22 წლის წინ წარმოთქვა.

ახლა კი, შანსი მიეცა, რომ შური იძიოს. აქვე გეტყვით, რომ „ელ კლასიკო“ 28 ოქტომბერს, „კამპ ნოუზე“ შედგება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:29 | 27.10.2018
giorgi_1981 (462)

რადგან ფსონი დადებილია კორბენას მიერ ვსიო მორჩა ბარსას მოგებას წინ ვერაფერი დაუდგება

12:53 | 27.10.2018
KoRBeN DaLLaS (24842)

ცოტა მოვიგე ამ დღეებში და არ მენანება 2 თუმანი გასარისკად - რეალი რომ ორი და მეტი ბურთით მოიგებს, მაგაზე უნდა დავდო.
საუკეთესო მომენტია, ჩემი აზრით.

0.1288