ფეხბურთი

11:56 | 27.10.2018 | ნანახია NaN - ჯერ

ლუიშ ფიგუ: "ელ კლასიკო" ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია ფეხბურთში"

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ მოახლოებულ „ელ კლასიკოზე“ საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა საფეხბურთო სამყაროში.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში მსოფლიოში, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის შესახებ.

„ბარსელონადან“ „რეალში“ გადასვლა რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან „ბარსელონაში“ ყველაფერი მქონდა, მაგრამ ამავდროულად მჯერა, რომ ცვლილებების დრო იყო“, - განაცხადა ფიგუმ.

შეგახსენებთ, რომ ლუიშ ფიგუ „ბარსელონადან“ მადრიდის „რეალში“ 2000 წელს გადავიდა და ფეხბურთის ისტორიაში ეს ტრანსფერი ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიანად მიიჩნევა.

აქვე გეტყვით, რომ „ელ კლასიკო“ 28 ოქტომბერს გაიმართება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:54 | 15.03.2019
araza-1918 (6330)

ღრუსების ყველა გუნდი გავარდა კოეფიციენტებით პორტუგალია ბენფიკა პორტუ გაასწრებენ

16:18 | 14.03.2019
RMA FANS (3925)

ფეხბურთელებს რომ ყიდულობდეთ და პაპაჩემის ტოლა რიბერიზე არიყოთ დამოკიდებული ეგ უფრო კაი იქნებოდა

14:26 | 14.03.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ალბათ მაგაზე ოცნებობ ამდენი წელი მაგიტო მიდიხარ უკან

0.063165