„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ მის გუნდს გრძელი სათადარიგო სკამი არ ჰყავს.
როგორც პორტუგალიელმა განაცხადა, რომელუ ლუკაკუს შემცვლელი „მანჩესტერში“ არაა და სწორედ ამიტომ, ბელგიელი ყოველთვის თამაშობს:
„რატომ არ ისვენებს ლუკაკუ? - ვიფქრობ, ჩემი ასისტენტი ქერიკი ვერ შეძლებს მოედანზე შესვლას და თავდასხმაში თამაშს. თუ ლუკაკუს არ ვათამაშებ, ვინ დავაყენო მის ადგილზე? რაშფროდი? კარგი, ვინ იქნება ფლანგზე შემტევი? თამაშობენ ისინი, ვინც მყავს“, - ციტირებს Sky Sports-ი მოურინიოს სიტყვებს.