შვედეთის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ხარაშვილმა. ალსვენსკანის 27-ე ტურში "გიოტებორგი" შინ "სუნდსვალთან" 1:2 დამარცხდა და ეს ერთადერთი გოლი ჩვენებურის აქტივშია.
გიორგიმ 88-ე წუთზე თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან იხეირა და ანგარიში შეამცირა, თუმცა თავისი გუნდი მორიგი მარცხისგან ვერ იხსნა.
ხარაიშვილის აქტივში მიმდინარე სეზონში 24 მატჩი და რვა გოლია. "გიოტებორგი" 28 ქულით მე-12 ადგილზეა.