ჭადრაკი

0:47 | 27.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პირველ ლიგაში ყუფარაძემ იმარჯვა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატის პირველი ლიგა. ჩემპიონობა საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრმა, საერთაშორისო დიდოსტატმა გიგა ყუფარაძემ (ქუთაისი, 2495) იზეიმა, რომელმაც 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა.
გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა ნოდარ ლორთქიფანიძე (ბათუმი, 2279). 6-6 ქულა დააგროვეს და დამატებითი მაჩენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: III – მერი არაბიძე (ქუთაისი, #16 საჭადრაკო სკოლა “მაია”, 2408), IV – ნოე თუთისანი (ქუთაისი, #16 საჭადრაკო სკოლა “მაია”, 2451), V – ირაკლი ახვლედიანი (ბათუმი, 2289).
დებულების თანახმად, საქართველოს ვაჟთა 78-ე ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება I-IV ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს აქვთ.

0.115622