ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ნოემბრის მატჩებისთვის უკვე დაასახელა შემადგენლობა. „სელესაოს“ რიგებში ერთი საინტერესო სახეა: „ნაპოლის“ ნახევარმცველი ალანი, რომელიც პირველად მიიწვიეს „პენტაკამპეონთა“ რიგებში.
აღსანიშნავია, რომ ალანს იტალიის ნაკრებში თამაშსაც სთავაზობდნენ. სხვა მხრივ, კი ბრაზილიელთა შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (სიტი, ინგლისი), გაბრიელ ბრაზაო (კრუზეირო)
მცველები: დანილო (სიტი, ინგლისი), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), მარსელო (რეალი, ესპანეთი), ფილიპე ლუისი (ატლეტიკო, ესპანეთი), მირანდა (ინტერი, იტალია), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), დედე (კრუზეირო), პაბლო (ბორდო, საფრანგეთი)
ნახევარმცველები: ალანი (ნაპოლი, იტალია), კაზემირო (რეალი, ესპანეთი), არტური (ბარსელონა, ესპანეთი), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, ესპანეთი), პაულინიო (გუანჯოუ, ჩინეთი), უოლასი (ჰანოვერი, გერმანია)
თავდამსხმელები: დუგლას კოშტა (იუვენტუსი, იტალია), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), გაბრიელ ჟესუსი (სიტი, ინგლისი), ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი), რიჩარლისონი (ევერტონი, ინგლისი), ვილიანი (ჩელსი, ინგლისი)
ბრაზილიის ნაკრები ორივე ამხანაგურ შეხვედრას ლონდონში 16 და 20 ნოემბერს, შესაბამისად, ურუგვაისა და კამერუნის ნაკრებებთან ჩაატარებს.