ფეხბურთი

21:25 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ლოფტუს-ჩიკი გამოარჩიეს

ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი რუბენ ლოფტუს-ჩიკი დაასახელეს. ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "არისტოკრატებმა" ბატე 3:1 დაამარცხეს, სამივე გოლი კი რუბენმა გაიტანა.

22 წლის ლოფტუს-ჩიკმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ოთხი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ახალგაზრდა მოთამაშეს "ჩელსის" მაისურით ჯამში 35 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო მისი სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევროა.

0.119612