ფეხბურთი

16:58 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურას" მორიგი ნაბიჯი ევროპა ლიგისკენ

ეროვნული ლიგის 30-ე ტური დღეს ერთი მატჩით გაიხსნა. „რუსთავმა“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და უქულოდ დარჩა.

საერთოდ, სეზონის მიწურულს იმერელთათვის გაცილებით დიდი დატვრითვა გააჩნია, რადგან ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. ეს თამაშსაც შეეტყო და სოსო ფრუიძის გუნდი გაცილებით მოტივირებული ჩანდა. საწადელსაც მიაღწია და მნიშვნელოვანი სამი ქულა მიითვალა.

ლევან კაკუბავამ პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ნახევარში გიორგი გაბედავას პენალტს, პენალტითვე უპასუხა ქავთარაძემ. შედეგად, 2:1 „ჩიხურას“ სასარგებლოდ.

საჩხერელებმა 53 ქულა დააგროვეს და მესამე ადგილზე ყოფნა გაიმყარეს. „რუსთავი“ კი ისევ მეშვიდეა. ეროვნული ლიგის 30-ე ტურის დანარჩენი 4 შეხვედრა შაბათ-კვირას გაიმართება.

„რუსთავი“ – „ჩიხურა“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კაკუბავა (36), 0:2 გაბედავა (64, პენ), 1:2 ქავთარაძე (78, პენ)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.209653