26 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2018 წლის გათამაშების 1/2 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრაში ეროვნული ლიგიდან და ეროვნული ლიგა 2-დან ორ-ორი კლუბი იღებდა. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: გაგრა - დინამო თბილისი; თელავი - ტორპედო. ნახევარფინალური ეტაპის ორივე შეხვედრა 7 ნოემბერს 14:00 საათზე გაიმართება.
ტრადიციულად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების კალენდარი იხილეთ - ბმულზე.
www.gff.ge