ჩილელმა შემტევმა, ალექსის სანჩესმა, უახლოეს ხანში, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვის, - წერს Daily Mail. გამოცემა გვიამბობს: სანჩესს უახლოეს ადამიანებთან უთქვამს, რომ გუნდში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა და მიაჩნია, რომ მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინუ უსამართლოდ ექცევა.
სანჩესი, რომელსაც „ეშმაკუნებთან“ კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს, იმედოვნებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, პსჟ მას წინადადებით მიმართავს. პარიზული კლუბი იმ იშვიათ გამონაკლისებს შორისაა, რომლებსაც სანჩესის ხელფასის გადახდა შუძლიათ. ჩილელის ჯამაგირი „მანჩესტერში“ კვირაში 560 ათასი ევროა.
წლევანდელ სეზონში 29 წლის სანჩესმა პრემიერლიგაში შვიდი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.