იტალიური „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი არ გამორიცხავს ურუგვაელი შემტევის, ედინსონ კავანის პსჟ-დან მის გუნდში დაბრუნებას, თუმცა გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში.
„კავანი ძალიან კარგი ფეხბურთელია. „ნაპოლიში“ მას სეზონში 30 გოლზე მეტი გაჰქონდა. ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. „ნაპოლის“ კარი მისთვის ყოველთვის ღიაა. მე ყატარელი შეიხი არ გახლავართ. ამიტომ, პსჟ-დან წამოსვლის შემთხვევაში, ხელფასის დაკლებაზე უნდა დაგვთანხმდეს. არავის უნდა მოთამაშის გუნდში დატოვება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ.“ - უთხრა დე ლაურენტისმა Squawka-ს.
კავანი ნეაპოლურ კლუბში 2011-13 წლებში თამაშობდა.